არჩევნები
გიორგი გახარია - აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს, რამეთუ ეს არჩევანი განაპირობებს შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას [R]
ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების გაჩენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი და ამიტომ, გაგრძელდება გზების, უნივერსიტეტების, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა და გახსნა.

„ფაქტია, რომ წელს, ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ჩატარება გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობას და გახსნას, ჩვენ გავაგრძელებთ საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას და გახსნას. ყველაფერს ამას გავაკეთებთ ერთად. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მე მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მათ შორის, თბილისშიც და ის, რაც დღეს თბილისში ხდება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ყველანი ვხედავთ, როგორი სიახლე, როგორი ცხოვრების კომფორტული გარემო იქმნება ყოველწლიურად თბილისში. თბილისი, ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და არ უნდა იყოს დიდი სხვაობა ცხოვრობს ის თბილისში, ბათუში, ქუთაისში თუ სხვაგან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თანაბარი პირობები თითოეული მოქალაქისთვის, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი თავის გამოჩენა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო მიზანი სრულფასოვანი წევრობაა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასაც ვაკეთებთ ბიზნესისთვის გავაგრძელებთ - თითოეულ ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი, დაიწყოს თავისის ბიზნესი, სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით ყველა იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ სხვადასხვა სამინისტროების ფარგლებში, მეტიც, ჩვენ ამ პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და როგორც ვთქვით, ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის სრულფასოვანი წევრობა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში, ჩვენს ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრში ადამიანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის და სახელმწიფოს ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იქნება იმ ადამიანებზე, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ეს ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, პენსიონერებზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ვერ შესძლო. ჩვენ ჩავდეთ კანონში პენსიის ინდექსირება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე არ მოუწევთ პენსიის ზრდის ლოდინი, რაც ნიშნავს, რომ შემდგომ საარჩევნო ციკლში პენსია გახდება 70 წლამდე ჩვენი პენსიონერებისთვის მინიმუმ 300 ლარი, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ გახდება 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს თითოეულ დევნილზე, ჩვენს მოქალაქეზე, თავისივე სამშობლოში დევნილ ადამიანებზე. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ აქ, იმასთან დაკავშრებით, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, ეს არ ნიშნავს არაფერს, საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მომავალ თაობაზე ორიენტირებული გრძელვადიანი რეფორმა.

„ყველას უნდა გვესმოდეს განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, ორიენტირებული ჩვენს მომავალ თაობაზე და ამ რეფორმის საბოლოო მიზანი გახლავთ, ის რომ ჩვენი შვილები, საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც სრულიად ახალი გამოწვევები, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი კონკურენტული გარემო იქნება, უნდა იყვნენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების შვილებთან თანაბარ დონეზე და ჩვენ ამისთვის უნდა გავატაროთ ეს რეფორმა წარმატებულად“, - განაცხადა პრემიერმა.

არჩევნებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეების ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, სიღარიბესაც, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთობით. მიუხედავად დღევანდელი გამოწვევის, მიუხედავად ვირუსის, რომელიც ჩვენს ქალაქშია და გვიწევს პირბადეებით ცხოვრება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს და მივცეთ ღირსეულად, თავისუფალ გარემოში ხმა, რამეთუ, ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ სამართლიან და ღირსეულ გამარჯვებას და ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9447
USD
USD
1
3.3193
GBP
GBP
1
4.4329
TRY
TRY
1
0.4171
RUB
RUB
100
4.3629
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 2 / 10 °C
img
ახმეტა 1 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.