არჩევნები
კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოზარ სუბარის წარდგენაზე [R]
ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, დღეს სამგორელების წინაშე წარვსდგე, რადგან პირველი - ძალიან მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, რომ ბოლოს წლების განმავლობაში, სამგორის რაიონში ძალიან ბევრი, კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი გამხრციელდა. მეორე - დღეს უნდა წარვუდგინო სამგორს და სამგორელებს ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი ინტერესების დამცველი, სამგორის და სამგორელების ინტერესების გამტარებელი იქნება საქართველოს პარლამენტში.


ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. მინდა, რამდენიმე მიმართულებას შევეხო: ყველას კარგად გვახსოვს სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის მიმართულებით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში; ყველას კარგად გვახსოვს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ როგორი დევნა იყო; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ოჯახები როგორ იდევნებოდნენ; კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სფეროში, განათლებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, თუმცა 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად გავიმარჯვეთ, ყველა მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები - განხორციელდა ბევრი რეფორმა, ბევრი პროექტი ინფრასტრუქტურული მიმართულებით, შეიქმნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; ჯანდაცვის მიმართულებით, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ძალიან მეამაყება, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია, პირველადი ჯანდაცვა არის უფასო და თუ ადამიანს სჭირდება ოპერაცია, ყველაფერს თავის თავზე სახელმწიფო იღებს. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა და თანადგომა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.


ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა პროგრამა. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ.


მე, როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ ვისაუბრო თბილისზე. არ შემიძლია არ ვისაუბრო ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მახსოვს, ე.წ. სამხედრო დასახლება, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო - წვიმიან ამინდში ფიზიკურად შეუძლებელი იყო დასახლებაში შესვლა. დღეს კი ყველაფერი მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილია. ქალაქში, თბილისში ასეთი უბნები და რაიონები იყო. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი კაიროს დასახლებაშიც, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. გასულ წელს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა, დავპირდით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით, ყველაფერი მოწესრიგდებოდა და წელს, უკვე ნოემბერში სამუშაოები მთლიანად დასრულდება და საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.


ძალიან რთულია, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იყო რეალობა. ნამდვილად მსიამოვნებს ის, რომ აქვე, რამდენიმე მეტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ძალიან კარგი სპორტული სივრცე მოეწყო ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურით, სამგორში მცხოვრები ძალიან ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ძალიან სასიამოვნოა ვარკეთილის დასახლების სკვერი, რომელიც აქვე, ახლოს მოეწყო. იქაც ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, დაისვენონ, განიტვირთონ და ა.შ. ასევე, უნდა გამოვყო მოსკოვის გამზირზე არსებული გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარებაში იყო. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მინდა, სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანო, რომელიც რა თქმა უნდა, მიუთითებს ჩვენს დამოკიდებულებას ქალაქზე, თბილისში შემავალ რაიონებზე. 2014 წელს სამგორის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით, 15-16 მლნ იყო. 2020 წელს კი აღნიშნული მონაცემები 27 მილიონს აღწევს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენთვის არ არსებობს მხოლოდ პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენ ყველა რაიონთან დაკავშირებით, ყველა უბანზე, ყველა ქუჩასთან მიმართებაში ერთნაირი მიდგომა გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, განახლებული სკვერებით და პარკებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მომდევნო წლების განმავლობაში, თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, აუცილებლად მოვახერხებთ და გავაკეთებთ.

ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ქვეყანაში გაჩნდა, ადამიანია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა ქვეყანაში კეთილდღეობა იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში, რომელიც სამ დღეში გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც რეალურად აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

მინდა, წარმატებები გისურვოთ. 2012 წლიდან ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუ რამხელა ძალა აქვს ერთობას, ერთად დგომას. დღეს რომ გამოვდივართ და თავაწეული ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იმ დიდი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ზურგს მიმაგრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ზურგს მიმაგრებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში ის პროექტები, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.

ქვეყნის გამარჯვება, თითოეული თქვენგანის გამარჯვებით, თითოეული რაიონის გამარჯვებით, ჩვენი ქალაქების და სოფლების გამარჯვებით იწყება.

დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, პარტიული გამარჯვება. ეს სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9447
USD
USD
1
3.3193
GBP
GBP
1
4.4329
TRY
TRY
1
0.4171
RUB
RUB
100
4.3629
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 2 / 10 °C
img
ახმეტა 1 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.