არჩევნები
გიორგი გახარია - თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას [R]
გიორგი გახარია - თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას. მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. თბილისი ხდება საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი.
ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფასებენ, ხედავენ და ჩვენ შეგვიძლია, უახლოესი 4 წლის განმავლობაში რეგიონში გვქონდეს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ეს ჩვენი მიზანია, ეს ჩვენი მომავალია. რაც უფრო კარგად, ზუსტად, ზედმიწევნით შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც ეპიდემიოლოგები და დღევანდელი გამოწვევა გვიყენებენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ის იძულებითი მდგოამრეობა, რომელშიც დღეს ვართ, დროებითია და ჩვენ ყველამ ერთად უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღდგენაზე, აღმშენებლობაზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს წესების დაცვა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე და გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის და თბილისის მომავალზე საუბარი. ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქი - თბილისი ვითარდება. თბილისი აშკარად ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი ხდება საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თბილისელები დღეს გრძნობენ ზრუნვას. მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. მე ამ ზრუნვისთვის და არა მხოლოდ აშენებული სკვერებისთვის, შენობებისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის, მინდა ბატონ მერს მადლობა ვუთხრა, რადგან ეს ზრუნვა არის ყველაზე დიდი დამახასიათებელი, რაც ჩვენ განგვასხვავებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან. ყველანი ვხედავთ, რომ უჩვეულო გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას - პირბადეებით. ვცდილობთ, ერთმანეთთან დისტანცია დავიცვათ, მაგრამ ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი მეზობლების, ნათესავების, განსაკუთრებით ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენი მომავლის წინაშე, რადგან ჩვენ, გარდა იმისა, რომ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უნდა გადავარჩინოთ თითოეული სამუშაო ადგილი, უნდა ვიყუროთ წინ და ვიცოდეთ, რომ მას შემდგომ, რაც გლობალური პანდემიის შედეგად გლობალური ეკონომიკური კონკურენცია აბსოლუტურად შეიცვლება, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.


მისივე თქმით, საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ქვეყანა როგორც ინსტიტუციონალურად, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ამისთვის მზად უნდა იყოს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ გამოწვევებით სავსე ერთი წლის განმავლობაში არც ერთი დღით, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არც თბილისში და არც ქვეყნის მასშტაბით არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშენებლობები გზების, უნივერსიტეტების, სტადიონების, ეს ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის გარემო, ბიზნეს-გარემო, სამართლიანობის შეგრძნება, საკუთრების უფლების დაცვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გახდეს ბიზნესის კეთების კიდევ უფრო კომფორტული ადგილი, იმისთვის, რომ ყველა იმ ქართველს, ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი რომ დაიწყოს თავისი საქმე სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდით, დაუდგება გვერდით. ეს არის ძალზედ რთული ნაბიჯი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გაურკვევლობით სავსე გარემოში, აიღო რისკები, გადადგა ნაბიჯი და დაიწყო ბიზნესი. ზოგიერთები ჩვენ გვაკრიტიკებდნენ „აწარმოე საქართველოსა“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, თვლიდნენ, რომ ეს ზედმეტია. ეს არის პირდაპირი დახმარება ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, მივცეთ მათ შესაძლებლობა თვითრეალიზების, აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე, თავიანთ ოჯახზე და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებით ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, სისტემურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ჩვენ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. გასაკეთებელი გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ დონეზე გზები, სკოლები, ბაღები, წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა, ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ქვეყანა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ამის გეგმა გვაქვს უახლოეს 4 წელიწადში. ამას როდესაც ვამბობთ, ეს აბსოლუტურად გააზრებულია და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ ზუსტად ახლა განვაცხადეთ, რომ საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიცით, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად,“- განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები.

„გარდა ამისა, მინდა გითხრათ, "ქართული ოცნებისთვის" ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანი. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის სახელმწიფოს და მთავრობის პასუხისმგებლობა სწორედ იმ სოციალური ჯგუფების წინაშე, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ეს დახმარება. რა თქმა უნდა, ესენი არიან ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და პენსიონერები, ბავშვები, შშმ პირები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცხოვრება, ჩვენს გარემოში, იყოს კომფორტული, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითრეალიზების. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები. ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს ვალდებულება , რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ. ამ მიზნების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. გვჭირდება გამარჯვება სამართლიან ბრძოლაში და ჩვენ გვჯერა, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად ამ გამარჯვებას მივაღწევთ წყნარად, მშვიდად, ღირსეულად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია და ვირუსი არის დროებითი. ამ პრობლემას გადავლახავთ, ეკონომიკურ პრობლემებს გავუმკლავდებით, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 31 ოქტომბერს, წლების განმავლობაში განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. მით უმეტეს, როდესაც გვყავს ასეთი ღირსეული კანდიდატი. ბატონ სოზართან მე მიმუშავია ბევრი წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები არ არის ფუჭი სიტყვა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და უფლებებისთვის იბრძოლო ბოლომდე. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ღირსეულ გამარჯვებას, სამართლიან ბრძოლაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ
ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00
საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თავისი არჩევანი 15 844-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც პირველ ტურთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. პირველი  ტურის 12:00 საათის მონაცემებით, უბანზე  31 576 ამომრჩეველი იყო მისული.
13:55 / 21.11.2020
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების
შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაჯამებლად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
12:26 / 21.11.2020
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც,
საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21.11.2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14.11.2020
სამართალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენშიში, FORD TRANSIT- ი  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
19:39 / 21-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
11:21 / 26-10-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გვიან ღამით ერთი მაღაზია გაქურდეს, ასევე გაქურდეს მეორე მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატი.
12:58 / 09-10-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, კახეთშიც, საქართველოსპარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
09:05 / 21-11-2020
დღეს ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა.
15:33 / 16-11-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
16:14 / 15-11-2020
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
11:49 / 14-11-2020
კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ვეჯინის საჯარო სკოლაშიც, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა სკოლის დახურვის საშიშროება არ არსებობს.
15:19 / 11-11-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:01 / 24-11-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9447
USD
USD
1
3.3193
GBP
GBP
1
4.4329
TRY
TRY
1
0.4171
RUB
RUB
100
4.3629
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო 1 / 9 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 7 °C
img
ლაგოდეხი -3 / 6 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 2 / 10 °C
img
ახმეტა 1 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.