ანონსი
კახეთში ელექტროენერგია დროებით გაითიშება
ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ნოემბერს კახეთში აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 16:00 საათამდე სოფლები: კუჭატანი,სანავარდო, წიწკანაანთ სერი.
10:00-დან 15:00 საათამდე სოფლები: გრემი, შაქრიანი.
15:00-დან 17:00 საათამდე სოფელი  შილდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფელი კაბალი.

თელავის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე ქალაქ თელავში: გოგებაშვილის, ჭონქაძის,ნინოშვილის, კვირიკე დიდის ბახტრიონის, ბაგრატიონის, ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათალიკოსის ქუჩებს.
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ნაფარეული, სანიორე,ლალისყური,აკურა, ბუშეტი, ვანთა.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google