ანონსი
კახეთში ელექტროენერგია დროებით გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროგადამცემ ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 იანვარს კახეთში აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თელავის მუნიციპლიტეტი:
13:00-დან 13:30 საათამდე ქალაქ თელავში: ჩოლოყაშვილის, წერეთელის, ვაჟა-ფშაველას,აღმაშენებლის, ლესელიძის, სულხანიშვილის, გოშაძის, ჭავჭავაძის (ნაწილს),სარაჯიშვილის, გრიბოედოვის ქუჩებს. სამუშაოებს აწარმოებს საქ-ს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
14:00-დან 14:30 საათამდე : დოდაშვილის, 9 აპრილის, ახვლედიანის, გოგებაშვილის, ჭონქაძის,ნინოშვილის, კვირიკე დიდის,ბაგრატიონის, ბახტრიონის, თამარის, რუსთაველის, მაგამედოვის, გორგასალის, ლიონიძის, უნივერსიტეტის, ყვარლის, მუსხელიშვილის, ფიროსმანის, ნაზი ბენიძის და თბილისის გზატკეცილს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
12:00-დან 14:00 საათამდე სოფლები: მელაანი, ჩალაუბანი, არაშენდა, დარჩეთი.

ყვარლის მუნიციპალიტეტი:
11:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: გრემი, ენისელი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: ბოლქვი, არეშფერანი, გიორგეთი.

სამუშაოებს დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google