ეკონომიკა
სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა დაიწყო
თვითმმართველი თემის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პროცესი უკვე დაიწყო. სოფლებს თვითმცლელი მანქანა ემსახურება, რომელსაც კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი სამჯერ გააქვს სოფლებიდან ნარჩენები. თვითმმართველი თემის სოფლების მოსახლეობის განცხადებით, ნაგვის გატანა სოფლებიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა და ხალხი ნაგავს ადგილობრივ ხევებში ყრიდა. ნაგვის ბუნკერები ამ ეტაპზე თელავის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სამ სოფელშია განთავსებული და თვითმცლელი მანქანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარდისუბანს, რუისპირსა და იყალთოს ემსახურება. 2015 წლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან მოხდება და ბუნკერებიც ყველა სოფელში განთავსება. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი კიდევ ორი თვითმცლელი ავტომანქანის და 200-მდე ბუნკერის შეძენას გეგმავს.
| Print |
FaceBook Twitter Google