ეკონომიკა
წელსაც გაიცემა თუ არა ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია?
როგორი იქნება წელს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც მეღვინეები განმარტავენ, თუ სახელმწიფო სუბსიადიას ისევ დააწესებს, მოსავალს შარშანდელივით ძვირად ჩაიბარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ყურძენი დაბალ ფასში მიიღონ. “რაც უფრო მაღალია მოთხოვნა, შესაბამისად, მაღალია ფასი. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი შემცირდა, ამან შესაძლოა ყურძნის ფასზე იმოქმედოს და შარშანდელთან შედარებით გაიაფდეს. ჯერ რთველი წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, ყურძენზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასიც სავარაუდოდ დაბალი იქნება,” – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგნტოში. იგეგმება თუ არა წელსაც ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდიის გაცემა? - ამ კითხვით speqtri.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. "შარშან ისე გამოვიდა, რომ საფერავზე სუბსიდიის დაწესება საჭირო აღარ იყო, ისედაც ძვირი ღირდა. ასეთი ფასი საფერავზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ექსპორტი შემცირებულია და შესაბამისად, მოთხოვნა დაბალია, ვცდილობთ, ალტერნატირული ბაზრები მოვიძიოთ და მოთხოვნა გავზარდოთ. გარდა მაგისა, ამ პერიოდში გამოიკვეთება, რა მოსავლიანობა შეიძლება გვქონდეს, რაც თავისთავად გვაჩვენებს რეალურ სურათს. "რთველი-2015"-მდე ჯერ კიდევ სამი თვეა დარჩენილი." - განმარტეს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ფასებს ბაზარი თავად ადგენს. თუმცა, ყურძენზე დაბალი ფასის შემთხვევაში გაიცემა თუ არა სუბსიდია, სტრუქტურაში ჯერ ამაზე არ საუბრობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google