ეკონომიკა
სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატება
სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატება - წარმოების აღორძინების და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობის კვალდაკვალ, სახელმწიფო სასტუმროების ხარისხსა და სტანდარტებზე ზრუნვას იწყებს. ინფრასტრუქტურის წახალისების სქემა დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მეწარმე, რომელსაც სურს რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, ან გააფართოოს უკვე არსებული, ბანკში სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ისარგებლებს სახელმწიფო თანადაფინანსების სქემითა და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობით. „პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც, გარდა თბილისის და ბათუმისა, საქართველოს რეგიონებში ააშენებს ახალ სასტუმროს ან გააფართოებს არსებულს. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის პროცენტის თანადაფინასება და გირაოს უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა; ასევე, თუ მეწარმე გადაწყვეტს, რომ საერთაშორისო ოპერატორი შემოიყვანოს საქართველოში, ჩვენ მზად ვართ პირველი 2 წელი ბრენდის ოპერირების ხარჯის თანამონაწილეობაში შევიდეთ, რაც ხარისხისა და სტანდარტებს უზრუნველყოფს. მესამე კომპონენტი კი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას-პროგრამები, ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, მარკეტინკის გაუმჯობესება," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა. პროგრამა აგვისტოდან ამოქმედდება.
| Print |
FaceBook Twitter Google