ეკონომიკა
რა პოტენციალი აქვს ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე
სპეციალისტების შეფასებით ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივა აქვს, თუმცა მანამდე საქართველომ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ქართული ცხვრის საექსპორტო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია იორმუღანლოს თემის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ცხვრის მოვლა ძვირი უჯდებათ, პირუტყვს კი დაბალი ფასი აქვს. ფიქრობენ, რომ თუკი ევროკავშირის ბაზარზე ცხვრის ექსპორტი მოხდება, მათი შრომაც სათანადოდ დაფასდება.

აიდამირ გაჯიევს 300 სული ცხვარი ჰყავს. ახლა მისი საქონელი იალღუჯაზეა,ზაფხულში კი მთაში გარეკავს. ერთი ცხვრის მოვლა ბარში 20 ლარი უჯდება,მთაში კი - შვიდ ლარამდე. თითო ცხვარს დაახლოებით 100 ლარად ჰყიდის, თუმცა მყიდველი არცთუ ისე ბევრია.
„ადრე საზღვარგარეთ გაჰყავდათ - თურქეთში და არაბეთში, შემოსავალიც კარგი გვქონდა. კაი ხანია აკრძალეს, არ ვიცი რატომ. არადა, ქართულ ცხვარზე გემრიელი ხორცი, არც ერთი ჯიშის ცხვარს არ აქვს. საბოლოოდ, წვალების მეტი აღარაფერი გვრჩება.“

არსებულ პრობლემებზე იორმუღანლოს თემის სოფელ მუღანლოს მკვიდრი 42 წლის მახმად ნასიბოვიც საუბრობს. მან მეცხვარეობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ფიქრობდა, რომ ეს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ასოციაციის წევრი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ცხვარს ევროპულ ბაზარზე გასვლის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა ჯერ რიგი საკითხებია მოსაგვარებელი.
„ჩასატარებელია იდენტიფიკაციის პროგრამა. უნდა შეიქმნას კეთილსაიმედო ვეტერინარული ფონი, რათა დაავადებებმა იკლოს, უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი ამ მიმართულებით. იდენტიფიცირება წლების განმავლობაში არ ხდებოდა, შესაბამისად, ვიღაცებისთვის ეს პროცესი ცოტა გაუგებარია. აღნიშნული საკითხების მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ევროკავშირმა ჩვენგან ცოცხალი საქონელი მიიღოს.“
მატყლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან პირველია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების ევროპულ ბაზარზე გასატანად, გარკვეული დამატებითი ღონისძიებებია ჩასატარებელი.
„ევროპაში ცხვრის, ან თუნდაც ხორცის ექსპორტი ცოტა შორეული პერსპექტივაა. მთელი რიგი პროცედურებია საჭირო, ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ორიენტირებულები ვართ არაბულ ბაზარზე. აქ ცხვრის მოთხოვნა მაღალია. ვცდილობთ, ვალდებულებები ეტაპობრივად განვახორციელოთ. ვაწარმოებთ ცხოველთა გადამდები დაავადებების ვაქცინაციასა და პრევენციას. საქართველოში ყველა ცხოველი წელიწადში ორჯერ იცრება, ამჟამად მიმდინარეობს ბრუცელოზზე სისხლის ნიმუშების აღება და აქაც გარკვეული პროგრამაა შემუშავებული, რომელიც 4-5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ჩართულია ისეთი დაავადებების პრევენციაშიც, რომელიც უცაბედად იფეთქებს ხოლმე, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება, ბოლო დროს გავრცელებული წვრილფეხა ცხოველის ჭირი. მეზობელ ქვეყნებში დაფიქსირებულია სხვადასხვა დაავადება და სასაზღვრო ზონებში პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ. ფერმერებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ბევრი ცხვარია, ქართულ ცხვარზე მაინც მაღალი მოთხოვნაა, რადგან განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები აქვს.“

მიხეილ სოხაძე იმ მოთხოვნებზეც გვესაუბრა, რაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვროკავშირის ბაზარზე მოსახვედრადაა საჭირო. „საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულთან, ვეტერინარიის სამსახური ნდობას უნდა იწვევდეს ევროკავშირისადმი. ეს ყველაფერი დაფუძნებულია უამრავ რგოლზე, როგორიცაა ვეტერინარული განათლება და ვეტერინარების რაოდენობა. აღნიშნული პროცესი განვითარდება ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შესრულების პარალელურად.“

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხოველების, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა. 2012-2014 წლებში საყურე ნიშნით მილიონ 300 000-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია მოხდა, 2015 წელს მთავრობამ წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის პროექტი დაამტკიცა. გასული წლის დეკემბერში მონაცემთა ბაზაში 500 000 საქონელი დაფიქსირდა (როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა).

აქვე განვმარტავთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში ცხვრის სულადობის მატება შეინიშნება. 2013 წელს აღრიცხულია 191 200 სული ცხვარი, 2014 წელს 204 800, 2015 წელს კი ამ რიცხვმა 211 300 შეადგინა.

სტატიის აზერბაიჯანული ვერსია


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 13 / 26 °C
img
დ.წყარო 10 / 22 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 13 / 26 °C
img
ახმეტა 13 / 27 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.