ეკონომიკა
ვის მიჰყიდა სიღნაღში სასტუმრო "სოლომონი-1805" თემურ ჭყონიამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სიღნაღში სასტუმრო "სოლომონი-1805" გაყიდა. მისი თქმით, ობიექტის გასხვისების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან სასტუმროში არსებული 14 ნომერი მისთვის მომგებიანი არ იყო.

როგორც ბიზსნესმენმა "კომერსანტთან"  აღნიშნა, სასტუმროს ახალი მფლობელები ადგილობრივები არიან.

„მგონია რომ კარგად მოვიქეცი, როდესაც ობიექტი ადგილობრივს დავუთმე. 14 ადგილი იყო და ადგილობრივისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. მცირე ბიზნესია, 14 ნომერში რა ფული უნდა მომეგო, რომ ინტერესი მქონოდა?"

ჭყონიამ  თქმითვე, თავის დროზე სასტუმრო არა ბიზნესისთვის, არამედ არამედ სიღნაღისთვის გახსნა.

"ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა არქიტექტურა და სასტუმროს მომსახურების ის სტილი, რომელსაც სხვაც გადაიღებდა. შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა, ესაა რეალობა"


ცნობისთვის, სასტუმრო "სოლომონი 1805" 2010 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა. სახელწოდება ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის საპატივსაცემოდ მიენიჭა, რომელიც წარმოშობით სიღნაღიდან იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google