ეკონომიკა
საგარეჯოში ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოები აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება. პროექტებს საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ განახორციელებს.
საუბარია ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოზე.

როგორც "ბიზნესკონტაქტს“ კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერმა მარიამ იაკობიძემ განუცხადა, გეგმაშია 400 ჰა ვენახის, 400 ჰა ხეხილის ბაღისა და 1000 ჰა ფსტის გაშენება.

მისივე ინფორმაციით, ღვინის ქარხნის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება. აღნიშნული საწარმო წელიწადში 4 მილიონ ბოთლ ღვინოს გამოუშვებს. ინვესტორები პროდუქციას ძირითადად ექსპორტზე გაიტანენ, ნაწილი კი ქართულ ბაზარზე დარჩება.

რაც შეეხება გამომშრალი ხილის საწარმოს, ქარხანაში პროდუქციას იმ ხილისგან დაამზადებენ, რომელსაც თავადვე მოიყვანენ. „არიკ ჯგუფი“ ატმის, გარგრის, ქლიავისა და სხვა ხეხილისგან დაამაზდებს ჩირს.

მესამე ქარხანა კი ფსტას გადაამუშავებს, დააფასოებს და ბაზარზე გამოიტანს. „არიკ ჯგუფი“ იმავე ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიან 150 ვილასაც ააშენებს. 
| Print |
FaceBook Twitter Google