ეკონომიკა
ველისციხეში სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა.
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

“საქართველო, მოგეხსენებათ, ცნობილია, როგორც მეღვინეობის აკვანი და ნამდვილად საამაყოა, რომ კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), ზურა ჩხაიძის მეთაურობით, აკეთებს ასეთ მამულიშვილურ პროექტებს. ეს მართლაც მამულიშვილური პროექტია, როცა გადახედავ ამ მიდამოს და დაინახავ ტრადიციებით მოწყობილ ღვინის ქარხანას და დღეს უკვე გაიხსნა ახალი სპირტის სახდელი საწარმო, რომელიც იმუშავებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის,რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი,მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს,”-განაცხადა პრემიერმა

"კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. “KTW ჯგუფის“ პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
| Print |
FaceBook Twitter Google