გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები [Video-ინფოგრაფიკა]
17:56 / 09.02.2017
2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 121 00 ლარით
განისაზღვრა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 12 315 000-ს
შეადგენდა.
ბიუჯეტის დამტკიცების დროსვე შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციას.
ერთ-ერთი იყო ფრაქცია „ქრისტიან-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ვალერ
ბარნაბიშვილი, რომელმაც პროექტს მხარი არ დაუჭირა.
-„სამწუხაროა, რომ ჩვენი ფრაქციის შენიშვნები საკრებულომ არ
გაითვალისწინა. სოციალურ პაკეტში ერთჯერად დახმარებაზე ჩადებული იყო
საკმაოდ დიდი თანხა. ვითხოვდით ამის მინიმუმამდე დაყვანას და
გადატანას მედიკამენტების, ასევე ოპერაციების თანადაფინანსებაში.
ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეა და ჯანმრთელობისთვის
რომ გაგვეთვალისწინებინა თანხები, უფრო კარგი იქნებოდა.“
ფრაქცია „მაჟორიტარები გურჯაანის აღორძინებისთვის“ თავმჯდომარე გია
შაოშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველ წელს მწირია, რის
გამოც გლობალური პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება.
-„როდესაც ფული არ არის ნაკლები საქმე კეთდება. ვერ ვიტყვი, რომ
იდეალური ბიუჯეტია, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის. მინდა აღვნიშნო,
რომ სოციალური პაკეტი გურჯაანში კახეთში ყველაზე კარგია, თუმცა მე
მომხრე ვარ ერთჯერადი დახმარებები მინიმუმამდე დავიყვანოთ და
გაიზარდოს ოპერაციების თანადაფინანსება.“
გურჯაანის მუნიციპალიპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო
სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ხალხის
საჭიროებებზეა მორგებული.
-„სოციალურ პაკეტს არ ჩამოუვარდება ინფრასტრუქტურა, ბევრ რამეს
ვაკეთებთ, გზებს, წყლებს, გარეგანათებას. ეს სწორედ ხალხის
კომფორტისთვისაა. გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა, ვისაც
ვეხმარებით, 93-ით დავიწყეთ და 105-ზე ავედით. ყოველ მეოთხე და შემდეგ
ბავშვზე 100 ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო მომსახურებებში
საკმაოდ დიდი თანხა გვაქვს გათვლილი, ასევე 300 ლარი
ახალშობილებისთვის რომელიც ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს არ
გააჩნია.“
თუ რაში უნდა იხარჯებოდეს გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტი,
speqtri.ge-მ ამ კითხვით ადგილობრივ მოსახლოებას მიმართა. უმრავლესობა
მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი სოციალური სფერო უნდა იყოს.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
ნებისმიერი ბიზნეს იდეა წარმატებულია, როცა სირთულეებს ვაღიარებთ,
მდგრადია ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება, ხოლო ნებისმიერი
ნივთი ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როცა შესაძლებლობებს სწორად
განვსაზღვრავთ.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები