ეკონომიკა
თელავში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
დღეს, თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკიშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 21 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.

,,პრიორიტეტები 2018 წლის მსგავსად მომავალ წელსაც ინფრასტრუქტურა,  სოციალური მიმართულება და განათლებაა. ეს მოიცავს საბავშვო ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ასევე პრიორიტეტებში გვექნება კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული მიმართულებები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13-14 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.“- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ნარეკლიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტში თანხები გასულ წელთან შედარებით ყველა მიმართულებით გაიზრდება.


| Print |
FaceBook Twitter Google