ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ ხდის მეტად კონკურენტუნარიანებს ბაზარზე
გურჯაანის ტექნოპარკში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ,,ღია დიალოგი ბიზნესთან".

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მენეჯერი კნუტ გერბერი და ტექნოპარკის ქსელის მენეჯერი გიორგი კეჟერაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც პარალამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მხარდამჭერი პროექტები სგანხორციელება სახემწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია.

„დღეს, მცირე და საშუალო ბიზნესთან იყო შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, ამიტომაც მათი მხარდამჭერი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ კომპონენტში, წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე მათ მისცემს შესაძლებლობას იყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლონ თავისი პროდუქციის წარმოება თუ მოყვანა, რაც შემდგომში თავისთავად განაპირობებს მაღალ შემოსავლებსაც,“ - განაცხადა გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პალატა ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს რეგიონების მიხედვით რეგულარულად ატარებს. შემდგომში ბიზნეს წრეებიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და კონკრეტული საკითხების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.

„ღია დიალოგის ფორმატის შეხვედრა გურჯაანში ჩატარდა სავაჭრო პალატისა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებითა და ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტოების - ტექნოპარკი, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და აწარმოე საქართველოში მონაწილეობით. შეხვედრა იყო საკმაოდ პროდუქტიული და ინფორმაციული, გავეცანით ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე ვიმსჯელეთ არსებული პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებზე და დავსახეთ მომავალი გეგმები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ზოგადად პროექტის შესახებ გეტყვით, რომ პალატა ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს რეგიონების მიხედვით რეგულარულად ატარებს. ბიზნეს წრეებიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და კონკრეტული საკითხების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან, სხვა უწყებების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს ანაწილებს შესაბამის უწყებებში და ეხმარება მხარეებს კომუნიკაციაში, რათა ხელი შეუწყოს მეწარმეების ეფექტიან საქმიანობას,“ - აღნიშნა გიორგი პერტაიამ.


ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა GITA_ს ტექნოპარკების ქსელის მენეჯერმა გიორგი კეჟერაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის ტრადიციულ ქვედარგებში მეღვინეობა, მესაქონლეობა, მერძევეობასა და სამაცივრე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

„დღევანდელი შეხვედრა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის, იმისთვის რომ შედგეს კომუნიკაცია ადგილობრივ კერძო სექტორსა და საჯარო უწყებებს შორის. ჩვენ გვეძლევა საშუალება ერთმანეთს გავუზიაროთ სიახლეები, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე, სხვადასხვა დარგის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე მოხდა მსოფლიოს სხვადასხვა მაგალითის ჩვენება, სადაც ნათლად გამოჩნდა რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ტემპები ისეთ ტრადიციულ ქვედარგებშიც კი, როგორიცაა მეღვინეობა, მესაქონლეობა, მერძევეობა და სამაცივრე მეურნეობა, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. იმისთვის რომ ჩვენთანაც გაიზარდოს პროდუქტიულობა და ქართველი მეწარმეებიც კონკურენტუნარიანები აღმოჩნდნენ ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე ვფიქრობ, აუცილებელია პირველ რიგში გამოვიკვლიოთ მათი საჭიროებები, მუდმივად მოვახდინოთ ინფორმირება მათ სფეროში არსებულ ინოვაციებზე, ერთად დავამუშავოთ ახალი იდეები, და საბოლოოდ, მიზნობრივი პროგრამებით, დავეხმაროთ მათ წარმოებასა თუ მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში,“ - აღნიშნა გიორგი კეჟერაშვილმა.


„ღია დიალოგი ბიზნესთან“ ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები ასევე წარადგინეს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და აწარმოე საქართველოს წარმომადგენლებმა.


ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, ასევე სახელმწიფო მხარდამჭერ პროექტებზე ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხებია, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს გურჯაანის ტექნოპარკში შეკრებილმა ღონისძიების მონაწილეებმა, ხოლო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მონაწილე უწყებებისგან.

პროექტის "ღია დიალოგი ბიზნესთან" მიზანია ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება, მათ სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და სახელმწიფო მხარდამჭერ პროექტებზე ხელმისაწვდომობა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.