ეკონომიკა
ექსპო ჯორჯიაში ღვინის გამოფენა მოეწყობა

30-31 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გარე სივრცესა და #3 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo მოეწყობა.

ღონისძიება 11:00-18:00 საათამდე გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 160-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის: ახალი მეღვინეობები, მცირე და საშუალო ზომის მარნები, მსხვილი მწარმოებლები, საოჯახო მარნები, ტექნოლოგიები და შესაფუთი მასალები.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება 10 ლარია. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ღვინის ჭიქა.

ორგანიზატორების ინფორმაციით გამოფენა კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

 



| Print |
FaceBook Twitter Google