ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი კახეთში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ კახეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მხრეებმა სექტორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ მონაწილეობა ახალ პროგრამაში, რომლის მიზანია აგრო და ეკოტურიზმის წახალისება - ეს გულისხმობს როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ასევე საკრედიტო-საგარანტიო უზრუნველყოფას და რაც მთავარია, გრანტ-კომპონენტს. აგრო და ეკოტურიზმის მხარდამჭერი კომპონენტით სარგებლობა შეუძლია პრაქტიკულად, ყველა სასტუმროს და ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაფართოება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ სექტორის ეფექტიანი და სწრაფი აღდგენა მნიშვნელოვანია და ამ მიზნით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა და ინიციატივა ხორციელდება.

შეხვედრაში გრეთვე მონწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვლეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და მხარის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google