ეკონომიკა
საწვავი გაძვირდა!
საქართველოში საწვავის ფასები კვლავ იზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფასები ყველა ტიპის საწვავზე გაძვირდა.


Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 2,82 ლარი იყო.

Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, ორი კვირის წინ კი მისი ფასი 3,10 ლარი იყო.

გაძვირებულია Premium-ის ტიპის საწვავიც და მისი ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარს შეადგენს. ორი კვირის წინ ერთი ლიტრი პერმიუმი 3,17-ლარი ღირდა.

დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება ნოემბრის დასაწყისში დაახლოებით 2,97 ლარს შეადგენს. ორი კვირის წინ მისი ღირებულება 2,89 ლარი იყო.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში ყველაზე სწრაფად იზრდება. დღეს მისი ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, მაშინ როცა ორი კვირის წინ -1,9 ლარს შეადგენდა.
| Print |
FaceBook Twitter Google