ეკონომიკა
თურქული ლირა გაუფასურდა-რა მოელის ლარს?
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.

„თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა, ჩვენი აზრით, არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბითა და საქართველოში ინფიცირებისა დაჰოსპიტალიზაციის მზარდიმაჩვენებლები.“-ვკითხსულობთ „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტში.

| Print |
FaceBook Twitter Google