ეკონომიკა
ზეთის ფასი, წინა წელთან შედარებით, 27.7%-ით გაიზარდა
წლიური ინფლაცია საქართველოში 12.5%-ს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით კი, 0,6%-ს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ აქვეყნებს.
ფასების ცვლილება შეეხო თითქმის ყველა პროდუქტთა ჯგუფს.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 0.6%-ით, წინა თვესთან შედარებით.
ფასები მომატებულია რძეზე, ყველსა დაკვერცხზე (4.4%-ით), პურსა და პურპროდუქტებზე (1.5 %-ით), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (1.3 %-ით), ზეთსა და ცხიმზე (1%-ით). შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულობაზე (0.9%-ით).
აღსანიშნავია, რომ ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 პროცენტი), ასევე, ხილსა და ყურძენზე (-2.6 პროცენტი);


ტრანსპორტის ფასები გაიზარდა 1.7%-ით.
ფასების ზრდა შეეხო პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციასაც (2.4 %-ით).

ფასების 1%-იანი მატება დაფიქსირდა ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე.

ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
საჭიროების საქონელი და მომსახურება გაძვირებულია (2%-ით).
წინა წელთან შედარებით რეკორდულად მაღალია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე. გაძვირებულია შემდეგი პროდუქტები: ზეთი და ცხიმი-27.7%-ით; ბოსტნეული და ბაღჩეული- 26.2%-ით; პური და პურპროდუქტები-20.4%-ით; რძე, ყველი და კვერცხი-17.9%-ით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული-17.4%-ით; თევზეული-16%-ით; ხილი და ყურძენი-15,5%-ით; უალკოჰოლო სასმელები-13.6%-ით; ხორცი და ხორცპროდუქტები-10.7%-ით; ყავა, ჩაი და კაკაო-6.9%-ით.

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 30.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.6%-ით. ამასთან, ფასები შემცირდასატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე -3.3%-ით.


| Print |
FaceBook Twitter Google