ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტზე 7.4 მლნ დოლარის მანდარინი გავიდა
5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ავრცელებს.

„საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,“-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთში (4,550 ტონა); რუსეთში (3,574 ტონა); უკრაინაში (2,262 ტონა); თურქეთში (108 ტონა); ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

მათივე ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს თქმით, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნულ პერიოდში, განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა - 73%-ით, ხოლო ღირებულება 74%-ით გაიზარდა

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა), უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსსა (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).
| Print |
FaceBook Twitter Google