ეკონომიკა
1995-1998 წლების გამოშვების ბანკნოტების გამოყენების ვადა იწურება
„საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 - 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს,“-ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google