ეკონომიკა
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის №798 ბრძანების საფუძველზე, სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს განახორციელებს.

„დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას,“ - განმარტავენ სამინისტროში.



მათივე ცნობით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:


• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;

• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

• სანოტარო მედიაცია;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

• ფაქტების კონსტატაცია;

• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.


| Print |
FaceBook Twitter Google