ეკონომიკა
რომელი ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა პირველი იანვრიდან
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება განცხადება იმ ბანკნოტების შესახებ, რომელთა მიმოქცევის ვადაც პირველ იანვარს ამოიწურა.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი,”-ვკითხულობთ განცხადებაში

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით.

ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google