ეკონომიკა
იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114 მლნ დოლარს გადააჭარბა
2022 წლის იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114 მილიონი აშშ. დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნლი ადმინისტრაცია ავრცელებს.


ადმინისტრაციის თქმით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-ით აღდგენაა.

2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.
ცნობისთვის, საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
„საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი“,-ვკითხულობთ ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე

| Print |
FaceBook Twitter Google