ეკონომიკა
საქართველოში პურზე ფასები მაისამდე არ გაიზრდება
საქართველოში პურფუნთუშეულზე ფასების მატება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პურფუნთუშეულზე ფასების მატება მაისამდე მოსალოდნელი არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ეს გარანტირებულია ქვეყანაში არსებული ორი-სამი თვის მარაგით.

"ის მარაგები, რაც არის, ფქვილის და ხორბლის, მაისამდე ეს თავის ტკივილი არ გველოდება პურპროდუქტებში - მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია, რომ არც ფასი შეიცვლება მაისამდე და მარაგებიც არის", - ამბობს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფქვილის გარდა, პურის წარმოებისთვის საჭირო, სხვა ყველა აუცილებელი კომპონენტი გაძვირდა, ეს ფასზე არ ასახულა. გაძვირდა როგორც დენი, ისე წყალი და შესაფუთი მასალებიც.

"ერთ ტომარა ფქვილი რუსეთში დაახლოებით 62 ლარი ღირს, რომელსაც აბარებენ 65-67 ლარად... თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება", - თქვა მან.
| Print |
FaceBook Twitter Google