ეკონომიკა
აზერბაიჯანი იტალიას ბუნებრივ აირს საქართველოს გავლით მიაწვდის
2022 წელს აზერბაიჯანი იტალიას 9.5 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს საქართველოს გავლით მიაწვდის.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ინფორმაციული ჯგუფი „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„არსებული ტემპების შენარჩუნებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანი იტალიას 9,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის“, - თქვა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე - „აზერბაიჯანი-იტალია: გზა რომელსაც მივყავართ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისკენ“.

მისი თქმით, გაზსადენ TAP(ტრანს-ადრიატიკული მილსადენი)-ის გაფართოვება გაზრდის ბუნებრვი აირის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემებრიდან TAP-მა ევროპას 10 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდა. 2021 წელს კი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ მხოლოდ იტალიისთვის 7 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.
ცნობისთვის, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში
| Print |
FaceBook Twitter Google