ეკონომიკა
უკრაინა ომის გამო სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ს ვერ გამოიყენებს
უკრაინა მიმდინარე ომის გამო თავის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 30%-ს წელს ვერ გამოიყენებს ხორბლის, ქერის, მზესუმზირისა და სიმინდის მოსაყვანად.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საომარმა მოქმედებებმა შესაძლოა, გლობალური სასურსათო კატასტროფა გამოიწვიოს, რადგან სასურსათო კრიზისის პირობებში მყოფი 55-დან 36 ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინიდან და რუსეთიდან პროდუქციის მიწოდებაზე.

გაეროს მონაცემებით, ომამდე უკრაინასა და რუსეთზე მოდიოდა მსოფლიოში წარმოებული ხორბლისა და ქერის დაახლოებით 30%, სიმინდის მეხუთედი და მზესუმზირას ზეთის ნახევარზე მეტი. უკრაინიდან და რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფრიკისა და სხვა ყველაზე ნაკლებად განვითარებული 45 სახელმწიფო.

გაეროს თანახმად, აპრილის პირველ კვირაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში სურსათი 34%-ით გაძვირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google