ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ფასთა ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა
2021 წელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში შეინიშნებოდა ინფლაციის ზრდის პროცესი. უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, სასურსათო და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ, ინფლაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

შექმნილი ვითარების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს გამოსცა №753 განკარგულება -„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“.

განკარგულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვები ხდება თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება და სახელშეკრულებო ფასის კორექტირება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ცვლილების დაანგარიშება, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ დადგენილ სამშენებლო მასალების ფასების ინდექსს დაეფუძნება.

განკარგულებით დადგენილი წესით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ფასთა ინდექსაცია და რა საფუძვლებით არის შესაძლებელი ფასთა ინდექსაციით თანხის განსაზღვრა/ანაზღაურება. სამუშაოების შესრულების პერიოდი, რა დროსაც ფასთა ინდექსაციის გამოყენება არის შესაძლებელი, არის მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები და მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები. ასევე, განსაზღვრულიათუ რა შემთხვევებზე არ ვრცელდება ფასთა ინდექსაცია.

როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინდექსაციის წესი,მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა.

„ეს მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ჯერ პანდემიის, შემდეგ კი ომის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, საჭირო გახდა ფასთა ინდექსაციის წესის დამტკიცება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები,“ - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

განკარგულების შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული
თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16.06.2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და
ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14.06.2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების
ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -"აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატურ მოკვლევას ატარებს.
12:02 / 07.06.2022
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. რუბლი კი
კვლავ მყარდება. დღევანდელი მონაცემებით, 100 რუსული რუბლი 4.7773
ლარს შეადგენს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. რუბლი კი კვლავ მყარდება. დღევანდელი მონაცემებით, 100 რუსული რუბლი 4.7773 ლარს შეადგენს.
17:23 / 06.06.2022
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
11:43 / 15-06-2022
გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები დააზიანეს, ასევე დაზიანებულია 26 მაისის ღონისძიებაზე გამოფენილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.
13:10 / 27-05-2022
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
17:32 / 25-05-2022
ეკონომიკა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16-06-2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14-06-2022
სხვა ამბები
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ  აღებული ქალაქი სევეროდონეცკი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
16:43 / 20-06-2022
ევროკომისია საქართველოსთველოსთვის ეროვნული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით გამოდის და ითხოვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიენიჭოს.
23:17 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.
15:03 / 17-06-2022
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
13:18 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 33 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 19 / 33 °C
img
სიღნაღი 19 / 36 °C
img
ლაგოდეხი 19 / 30 °C
img
ყვარელი 18 / 33 °C
img
თელავი 18 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.