ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ალბათ სიმბოლურიცაა - დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველო, მეხუთე წელია ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც. 2019 წელს ქვეყანამ დაამტკიცა კანონები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ და ენერგო ეტიკეტირების შესახებ. ასევე, დამტკიცდა ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელი 2 კანონი: საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. ძირითადი კანონების დამტკიცების პარალელურად კი, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. არსებული მდგომარეობით, უკვე დამტკიცებულია 9 მეორადი საკანონმდებლო აქტი, უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებით. მიმდინარეა, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი, ხოლო უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, აღნიშნულ პროექტში.

„განსაკუთრებით დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხოლო, მისი ეკონომიკურ მომგებიანობა ნათლად ჩანს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებულ ანგარიშში წინასწარი ეკონომიკური ანალიზის შესახებ. გარდა ამისა, ასევე, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რეგიონის ენერგო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სისტემებს/ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მისიაა ერთის მხრივ, სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„ენერგეტიკული გაერთიანება“ 2005 წლის ოქტომბერში ათენში, საბერძნეთში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დაარსდა, ხოლო საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის
მხარდაჭერის მიზნით,საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც
ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო
პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.
ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში
გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც
მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“
და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან.
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით,საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან.
17:01 / 13.03.2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხს სურსათის
შეძენა თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც მისივე თქმით,
კატეგორიულად მიუღებელია.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხს სურსათის შეძენა თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.
15:57 / 06.02.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
ნავთობის ფასი გონივრულ ზღვარზე უნდა ჩამოიწიოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასი გონივრულ ზღვარზე უნდა ჩამოიწიოს.
15:18 / 06.02.2023
IWSC Wine Judging in Georgia დასრულდა და გამარჯვებული ღვინოებიც
უკვე ცნობილია. საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 150-ზე მეტი კომპანიის
487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა, სხვადასხვა სინჯის მედალი 288
დასახელების ღვინომ მოიპოვა.
IWSC Wine Judging in Georgia დასრულდა და გამარჯვებული ღვინოებიც უკვე ცნობილია. საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 150-ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა, სხვადასხვა სინჯის მედალი 288 დასახელების ღვინომ მოიპოვა.
11:19 / 18.10.2022
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 32 °C
img
საგარეჯო 16 / 29 °C
img
დ.წყარო 18 / 28 °C
img
სიღნაღი 19 / 34 °C
img
ლაგოდეხი 18 / 29 °C
img
ყვარელი 18 / 32 °C
img
თელავი 17 / 29 °C
img
ახმეტა 16 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.