ეკონომიკა
კიდევ რამდენით გაიზრდება ზეთის ფასი
შესაძლოა, ივნისში მზესუმზირის ზეთის ფასი კიდევ 10%-ით გაიზარდოს. ფასის ზრდა რუსეთის მხრიდან ზეთის საექსპორტო ფასის ზრდას უკავშირდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით BM.GE ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ტონა ზეთის საექსპორტო გადასახადი, დღევანდელი მონაცემებით, 372.2 აშშ დოლარიდან 525 დოლარამდეა გაზრდილი.

რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნია, რომ რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდებოდა. ივნისში კი 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთი 1 ლარით გაძვირდება“, - ამბობს იმპორტიორი კომპანია „ალფას“ დირექტორი bm.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google