ეკონომიკა
საქართველოს გავლით ენერგეტიკული „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება
რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის, ვირგილ-დანიელ პოპესკუს ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობას სურს, კასპიისა და შავი ზღვების ქარის საზღვაო ელექტროსადგურები საქართველოს გავლით რუმინეთამდე წყალქვეშა კაბელით დააკავშიროს.
მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი "რუმინეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მწვანე ენერგიის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მითუმეტეს, ამჟამად ევროპაში ენერგიაზე დიდი მოთხოვნაა."
"ეს მეტად საინტერესო პროექტია აზერბაიჯანს, რუმინეთსა და საქართველოს შორის, რაშიც მონაწილეობა ბევრ სხვა ქვეყანასაც სურს," - აცხადებს ვირგილ-დანიელ პოპესკუ.

მისივე თქმით, ევროპისთვის მიწოდების უსაფრთხოების მხრივ, გაზის სამხრეთის დერეფანი ამჟამად იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თუმცა მთლიანი მოხმარებისთვის ქვეყანას 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი ჯერ კიდევ სჭირდება, ამიტომ მთავრობა გამოსავალს ეძებს, ხოლო აზერბაიჯანული გაზი, პოპესკუს აზრით, ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია.
"ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილი მოცულობა აზერბაიჯანიდან შემოვიტანოთ," - აცხადებს მინისიტრი.

პოპესკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთის ნავთობის მთლიანი მოხმარებიდან იმპორტის წილი 70%-ია, რომლის ნახევარიც ყაზახეთს ეკუთვნის, დანარჩენი კი ქვეყანაში რუსეთიდან შედის. მინისტრის თქმით, რუმინეთი აქაც ალტერნატივას ეძებს, რომ ეს მოცულობა სხვა წყაროებიდან შეიტანოს.


| Print |
FaceBook Twitter Google