ეკონომიკა
რომელი პროდუქტები გაძვირდა ივნისში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 12,8 -ით არის გაზრდილი.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე აისახა 0.1 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურების (5.5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია ალკოჰოლური სასმელების (1.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-0.8 პროცენტი)“, - ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფასები გაიზარდა  აგრეთვე ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი).
| Print |
FaceBook Twitter Google