ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ 2 წელში დასრულდება გაზიფიცირება
რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით 2 წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მლნ ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტებიც, აგროდაზღვევა, „დანეგრე მომავალი“ და უამრავი სხვა, მათ შორის საწარმოების დაფინანსების პროგრამები და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ გამოვუყოფთ 260 მლნ ლარს. ჯამურად, თითქმის 900 მლნ ლარი მიემართება ამ მიმართულებით, დაახლოებით 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




| Print |
FaceBook Twitter Google