ეკონომიკა
სოფელ ალავერდში ყველის შემნახველი სამაცივრე სისტემა შეიქმნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა.
მერიის ინფორმაციით, ეს ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

„ყველის შემნახველი სამაცივრე სისტემა ადგილობრივი ფერმერების მიერ ტრადიციული მეთოდით წარმოებული ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შემოსავალს“-აცხადებენ მერიაში.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდა.

ცნობისთვის, პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ორგანიზაცია "ბრიჯი -ინოვაცია და განვითარების" მიერ განხორციელდა.






| Print |
FaceBook Twitter Google