ეკონომიკა
საერთაშორისო კონკურსზე 288 ქართულმა ღვინომ გაიმარჯვა
IWSC Wine Judging in Georgia დასრულდა და გამარჯვებული ღვინოებიც უკვე ცნობილია. საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 150-ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა, სხვადასხვა სინჯის მედალი 288 დასახელების ღვინომ მოიპოვა.

16 ღვინო გახდა ოქროს მედალოსანი, 63 ვერცხლის და 209 ბრინჯაოს მედალოსანი.

გამარჯვებულის სრული სია იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაშიმოეპოვებინათ.
| Print |
FaceBook Twitter Google