ეკონომიკა
ხალხის ხარჯზე გამდიდრება არ შეიძლება - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხს სურსათის შეძენა თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.
„არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მან შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

„მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი,“-განაცხადა პრემიერმა








| Print |
FaceBook Twitter Google