ეკონომიკა
დედოფლისწყაროში პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
ინფორმაციას აღნშნულთან დაკავშირებით, სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს მაკულატურას და პლასტმასის მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ეს პირველი საწარმოა, ამ მიმართულებით, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვანელოვანია მსგავსი ტიპის პროექტეის მხარადაჭერა, რადგან, ხდება გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირება”, - განაცხადა გიორგი ციმინტიამ.

სააგენტოს ინფორმაციით, „სოფლის განვითარების პროგრამა“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელდა.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სულ დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” განხორცილდა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.






| Print |
FaceBook Twitter Google