ეკონომიკა
ღვინის ფესტივალის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 ათასი ლარი დაიხარჯება
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო. მანამდე 146 857 ლარზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ფესტივალი წელს გურჯაანში უკვე მეხუთედ ტარდება. მისი მიზანია, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

წელს ღვინის ფესტივალის ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 000 ლარი დაიხარჯება.

როგორი იქნება წლევანდელი ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ.




| Print |
FaceBook Twitter Google