2016 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 19 პროექტი
გაიგზავნა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის ამოადგილემ დიმიტრი კალატოზიშვილმა
ჩვენთან საუბარში განაცხადა, აქედან მხოლოდ 15 დაფინანსდა.
"19 პროექტი საერთო ღირებულებით 5 მილიონ 53 ათას 91 ლარის იყო.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განიხილა და ყველა მუნიციპალიტეტს ლიმიტი
განუსაზღვრა. ჩვენთვის ეს ლიმიტი 4 მილიონ 176 ათას 630 ლარია.
შესაბამისად, ჩვენს მიერ გაგზავნილი ყველა პროექტი ვერ მოხვდა ამ
თანხაში. საკითხი საკრებულოზე უკვე გავიდა და ბიუჯეტშიც ასახულია.
ველოდებით, რომ საკრებულომ საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნოს და იმ
დღესვე შეგვიძლია ტენდერი გამოვაცხადოთ. გასულ წლებში იყო სამდღიანი,
ხოლო ახლა გვაქვს 21-დღიანი ტენდერი. სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის
შუა რიცხვებიდან დაიწყება"-აღნიშნა მან.
განსახორციელებელ პროექტებს შორის მოხვდა, ნომერ პირველი და მეოთხე
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, რომელიც პირველ სექტემბრამდე უნდა
დასრულდეს. დანარჩენი პროექტები ეხება სასოფლო და ქალაქის გზების
მოწყობას და სამი თვის ვადაში უნდა დამთავრდეს.
მასალის გამოყენების პირობები