"ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი “ თელავის გივი ჩოხელის სახელობის
საფეხბურთო სტადიონზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
„უკვე წლებია, რაც თელავში პრობლემას წაროადგენს პროფესიონლური
საფეხბურთო კლუბის არარსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში იყო
მცდელობა გუნდის ჩამოყალიბების და მისი სახელმწიფო დაფინანსებით
არსებობის, თუმცა ეს განვითარების არასწორი გზაა. ზოგადად, მსოფლიოში
ფეხბურთი მომგებიან ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც თვითონ ირჩევს
განვითარების გზას და ახალგაზრდა სპორტსმენებს სამომავლო
პერსპექტივებს უსახავს. „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“
წარმომადგენლის ტორესა მოსის ინიციატივაა, რომ სტადიონი გასხვისდეს და
მომგებიან ბიზნესად გადაიქცეს. სტადონს აქვს ახალი ხელოვნურსაფარიანი
მინდორი, ასევე ინფრასტრუქტურა, რომლის რეაბილიტაციაც შესაძლებელია,
თუმცა სახელმწიფოს მფლობელობაში ყოველდღიურად ზიანდება და
შესაძლებელია მალე ისიც დავკარგოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად
სპორტულ კომპლექსს პრაქტიკულად არ გააჩნია სკამები, მოუვლელია
ინფრასტრუქტურა და ერთადერთ ნათელ წერტილად შეიძლება მოედნის ახალი
ხელოვნური საფარი ჩაითვალის, რომელიც რამდენიმე წლის წინ სტადიონის
რეაბილიტაციისას დაიგო, თუმცა ეს საკმარისი არაა.“- აღნიშნა
“გირჩის“ თელავის ოფისის კოორდინატორმა გიორგი ჩეკურიშვილმა.
საკითხის გარკვევას თელავის ვიცე- მერთან თენგიზ მთვარელიშვილთან
შევეცადეთ.
„ვადასტურებ, რომ სტადიონზე ძალიან სერიოზული
ინფრასტრუქტურული პორობლემებია, თუმცა ჩვენ რიგი ნაბიჯები უკვე
გადავდგით. მათ შორის, ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩამოდიოდა და
სახურავი გადავხურეთ, ადმინისტრაციის თანამშრომლობისთვის გავარემონტეთ
რამდენიმე ოთახი, თუმცაღა ცხადია, ეს საკმარისი არ არის. აქტიურად
ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან. მერს პირადად ჰქონდა
შეხვედრა ლევან კობიაშვილთან. ამავე დროს, ურთიერთობა გვაქვს
ფეხბურთის განვითარების ფონდთან. იქნებ ერთობლივი შრომით შევძლოთ,
თელავში იყოს გუნდი, რომელიც გაუწევს კონკურენციას საქართელოში
არსებულ სერიოზულ გუნდებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს წლების
განმავლობაში დაგროვილი პარობლემებია. გასხვისებაზე რომ ვისაუბროთ,
ჯერ პოტენციურ ინვესტორზე უნდა ვილაპარაკოთ.“
მისივე თქმით, მერიას კერძო სექტორთან თანამშრომლობის რამდენიმე
მცდელობა ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად მერია
კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები