ინფრასტრუქტურა
1 726 000 ლარი თელავის სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის
თელავში ჩოხელის, ბახტრიონისა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

- "ასფალტის საფარი შეიცვლება სრულად, ჯამურად ეს არის 15 000 კვადრატული მეტრი. ამაში შედის როგორც გზის, ასევე ქვეითთა სავალი ნაწილი. მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი აღნიშნულ ქუჩებზე."- აღნიშნა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.


მერიის ინფორმაციით, ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩების რეაბილიტაციაზე 1 026 000 ლარი, ხოლო ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 700 000 ლარი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google