ინფრასტრუქტურა
გზაგამყოფის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დაიწყება
ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის ასაშლელად და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოსაწყობად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 108 ათას 589 ლარი გამოყო.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დიმიტრი კალატოზიშვილმა აღნიშნა, სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
„გზაგამყოფის ასაშლელად კომპანია „ნიკა 2014“-ს ხელშეკრულება 21 რიცხვში გაუფორმდა. სამუშაოები ამ კვირაშიდაიწყება. როგორც ვიცი, ძირითადად საღამოს საათებში იმუშავებენ, რადგან დილით მოძრაობა გადატვირთულია.
რაც შეეხება პარკინგს, 66 999 ლარით კომპანია „გზაჯვარედინმა გაიმარჯვა. “ საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ამასობაში დემონტაჟიც დასრულდება.“-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გზაგამყოფის დემონტაჟისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. როგორც პროექტითაა გათვალისწინებული, ნონეშვილის გამზირზე და თამარ მეფის ქუჩაზე, რეაბილიტაციის შემდეგ, მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

| Print |
FaceBook Twitter Google