ინფრასტრუქტურა
ნონეშვილის გამზირზე სიჩქარის შემაფერხებლები მოეწყობა
გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი უკვე დასასრულს უახლოვდება. ამის შემდეგ კი დახაზვითი სამუშაოები დაიწყება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა მოეწყობა. speqtri.ge დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს ეს მძღოლების მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას და რა ღონისძიებებს გეგმავს ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის გასარკვევად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს მივმართეთ.
"პროექტი საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრმა შეადგინა. მათ მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიჩქარე მაქსიმალურად იყოს შეზღუდული. "ბუგაროკები" კეთდება: სკოლასთან, რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, პოლიციის შესასვლელთან და ბიბლიოთეკასთან. დადგება საგზაო ნიშნები და დაიხაზება გადასასვლელები. მუშებს რთულ პირობებში უწევთ საქმის კეთება, რადგან ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს."-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა გია ამისულაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google