ინფრასტრუქტურა
თელავში ორი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტო- ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ქუჩების დახაზვა და მოძრაობის ნიშნებით აღჭურვა.

მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 1 026 346 ლარია. სამუშაოები ივნისში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ დაათვალიერეს.
| Print |
FaceBook Twitter Google