ინფრასტრუქტურა
ვაჩნაძიანსა და შაშიანში შიდა სასოფლო გზები კეთდება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში სოფლებში ვაჩნაძიანსა და შაშიანში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად არის გაყოფილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამუშაოების მეორე ეტაპი 2017 წელს დაიწყება და გზის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ამავე წელს დასრულდება. ამ ეტაპზე გზის პრობლემა მოუგვარდა სოფელ ვაჩნაძიანის 60 კომლს. დიდი ხნის განმავლობაში თითქმის არ არსებობდა სოფელ შაშიანის სასაფლაომდე მისასვლელი გზა და წელს ეს პრობლემაც გადაიჭრა“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში 715 მეტრის სიგრძის გზის მოასფალტება და 630 მეტრის სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა იგეგმება. მეორე ეტაპზე დაიწყება და მოსაფალტდება 340 მეტრი სიგრძის გზა. "სადგურის უბნის" გზის ის მონაკვეთი სადაც 2017 წელს პროექტის მეორე ეტაპი უნდა განხორციელდეს, სპეც. ტექნიკით მოსწორდება.სოფელ შაშიანში პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1კმ. 230 მ. სიგრძის გზა და 130 მეტრზე მოეწყობა ახალი ბეტონის სანიაღვრე არხი.
სოფელ ვაჩანაძიანის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება - 250600 ლარი, ხოლო სოფელ შაშიანის გზის პროექტის ღირებულება -308325 ლარია. ორივე პროექტს შ.პ.ს "გზამშენი 2005" ახორციელებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის 29 ივნისს დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google