ინფრასტრუქტურა
ყვარელში საბავშვო ბაღი შენდება
ყვარელში, ე.წ. "ბოგირის" ტერიტორიაზე,  ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ყვარელმშენი - 52" აწარმოებს. პროექტის ღირებულება 364 715 ლარია, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. 

| Print |
FaceBook Twitter Google