ინფრასტრუქტურა
გურჯაანის ნაგავსაყრელის დახურვისთვის 329 998 ლარი დაიხარჯება
გურჯაანში ძველი ნაგავსაყრელის დახურვის მიმდინარე სამუშაოები მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშვილთან ერთად დაათვალიერა.

USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“- ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანაა.

მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება: მოსწორდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფი, ნარჩენები კი თიხნარი გრუნტით დაიფარება.

ამ დროისთვის, გურჯაანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.

ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 329 998 ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google