ინფრასტრუქტურა
თელავში ტექნოლოგიური პარკი აშენდება
თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
თელავში ტექნოლოგიური პარკი აშენდება, რომელიც რეგიონში ინოვაციურ იდეებს განავითარებს და პრაქტიკაში განახორციელებს.

„ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებაზე იქნება გათვლილი, ხოლო პროდუქტი რომელიც ტექნოლოგიური პარკის საშუალებით შეიქმნება, ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს. აქ ყველას ექნება საშუალება, შექმნან პროდუქტი და მიუხედავად ლოკაციისა, მიაწოდონ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გამოვთქვი სურვილი, რომ თელავში აღნიშნული პროექტი განგვეხორციელებინა, რის შემდეგაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“-აღნიშნა თელავის მერმა.

პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში 2016 წლის 11 იანვარს გაიხსნა.


| Print |
FaceBook Twitter Google