ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ახლადდაგებული "ბუგაროკები" აშალეს [Photo]
გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე გზის მონიშვნითი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დღეს ახლადდაგებული სიჩქარის შემაფერხებლები აშალეს და ხელახლა დაამონტაჟეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მიზეზი მოსახლეობის პრეტენზია გახდა.

-"მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ "ბუგაროკი" მაღალია, მანქანებს გვინგრევს და ხმაურიაო. ბევრი საჩივარი შემოვიდა, ამიტომ კონტრაქტორს ვთხოვეთ, პროექტში ცვლილება შეეტანა. ახლა შედარებით დაბალი გაკეთდა. თანხის დამატება არ დასჭირდა. ავტორმა თავიდანვე შეისწავლა მდგომარეობა ნონეშვილის ქუჩაზე, გადატვირთულ მოძრაობას შუქნიშნების გარეშე  ძველი ბუგაროკები კარგად აწესრიგებდა.
"- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა გიორგი ამისულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელს შემაფერხებლების დამონტაჟებისა და საგზაო მონიშვნებისთვის 78 ათას 589 ლარი, ხოლო გზაგამყოფის დემონტაჟისთვის 30 ათასი ლარი გამოყო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბუგაროკი /